Monday, February 16, 2015

ქართული ტრადიციები

საქართველო უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ, რწმენასთან ერთად ტრადიციულობამაც გადაგვარჩინა გარკვეულწილად.
ქართული ტრადიციების შესახებ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ალბათ, ძალიან ბევრს ისმენს. ეს ტრადიციები იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ხალხს ჰგონია. ბევრი „ტრადიცია" ბოლო ხანებში გაჩნდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ახასიათებს გარკვეული კულტურული ნიშნები, რომელსაც ყველა აქ მცხოვრები ცნობს, მაგალითად, სტუმართმოყვარეობა, მეგობრობისა და ოჯახისადმი ერთგულება.
სუფრა ქართული ყოფითი და, შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.

No comments:

Post a Comment